მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ქრისტიანის მოსაზრებანი ჩიპიანი პასპორტისა და ID ბარათის შესახებ

 

საქართველოში ჩიპიანი პასპორტების და პირადობის ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში და ეკლესიის მრევლში გაჩნდა აზრთა სხვაობა. მრავალმა მიმართა ეკლესიას კითხვით: „არის თუ არა ეს ახალი საბუთები აპოკალიფსური ანტიქრისტეს ბეჭედი? და მართებულია თუ არა მათი მიღება მოსახლეობის მიერ?“ მსგავს მოვლენას ადგილი აქვს სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ წმიდა სინოდის 2011 წლის დეკემბრის სხდომაზე შეიქმნა ამ საკითხის შემსწავლელი საგანგებო კომისია სამი მიტროპოლიტის შემადგენლობით. ესენი არიან: რუისისა და უბრნისის მიტროპოლიტი იობი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე. კომისიის წევრებს შორისაც არსებობს აზრთა სხვაობა. სამწუხაროდ, ვიდრე მოხდებოდა შეთანხმებული პოზიციის წარდგენა წმიდა სინოდის განსახილველად და დასამტკიცებლად, საზოგადოებაში გავრცელდა ცალმხრივი აზრი, რომელიც არ გამოხატავს ერთიანი ეკლესიის ხედვას. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, წმიდა წერილისა და წმიდა მამების სიტყვის შუქზე განვიხილო ზემოთ ხსენებული საკითხი და წარუდგინო იგი საზოგადოებას. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს და ვისაც აქვს თვალი სახილველად, იხილოს!


პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ჩიპიანი პასპორტი და ID ბარათი. პირველი - ჩიპიანი პასპორტი - უცხო ქვეყანაში სამგზავროდ საერთაშორისო ნორმით ხდება სავალდებულო.
მეორე - ID ბარათი, ანუ პირადობის მოწმობის ბარათი - ქვეყნის შიგნით, ვფიქრობთ, შესაძლებელია იყოს ნებაყოფლობითი. გარეგნულად ID და ალტერნატიული ბარათები არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ბარათის ოფიციალური ინფორმაციით დატვირთვა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ალტერნატიული პირადი ბარათის დამზადება. სახელმწიფოსათვის ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.


პიროვნების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის ტოტალურად ხელმისაწვდომია. ID ბარათი საჭიროა მხოლოდ მფლობელის იდენტიფიკაციის დადგენისთვის, ფალსიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით.


არსებობს მოქალაქეთა პირად მონაცემთა ცენტრალური ბაზის ჰაკერების მიერ გატეხვის რისკი. ეს რისკი მნიშნელოვანია პოლიტიკური მოღვაწისთვის, ბიზნესმენისთვის, სპეცსამსახურის თანამშომლებისთვის, კრიმინალებისთვის და არა რიგითი მოქალაქისთვის. ბიომეტრიული მონაცემის მოპოვება შესაძლებლია პიროვნების თანხმობით (ბიომეტრიული ფოტო, თითის ანაბეჭდები და ..). ადამიანის უფლება ირღვევა, თუ მას აიძულებენ ამ ინფორმაციის გაცემას. ამიტომ, ვფიქრობთ, ადამიანს უნდა დავუტოვოთ არჩევანის უფლება.


ID
ბარათი საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს და ამავე დროს ტოტალური (კაცისათვის უხილავი) კონტროლის ქვეშ აქცევს მას. კონტროლი არ არის დიქტატი. კონტროლი მართვის სისტემის ერთ-ერთი ბერკეტია. კონტროლით ხდება ადამიანის კანონიერი თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა. პავლე მოციქული ამბობს: „მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდეს ხელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან“ (რომ.13,3). სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლი ტექნოლოგიურად დღეს უკვე რეალობაა. ID ბარათის შემოღებით ხდება მოქალაქის მხრიდან თანხმობა ამ კონტროლზე. ტოტალური კონტროლი შეიძლება ტოტალური დიქტატის ბერკეტი გახდეს.


რელიგიური თვალსაზრისით, მსოფლიო ეკლესია არცერთ ქვეყანაში არ თვლის ჩიპიან პასპორტებსა და პირადობის ID ბარათებს ანტიქრისტეს ბეჭდად ან თუნდაც მის წინასახედ. ეკლესია საუკუნეების მანძილზე აღიარებს, რომ აპოკალიფსში მოხსენებული ანტიქრისტესბეჭედი შუბლზე და მარჯვენა ხელზეარის ნებაყოფლობითი მონაწილეობა უსჯულოებაში, ხოლო პიროვნების ბიოგრაფიული ინფორმაციის მატარებელი არავითარი საბუთი არ შეიძლება იყოს გაიგივებული ხსენებულ ბეჭედთან.
აპოკალიფსური მხეცის რიცხვის - ექვსას სამოცდა ექვსის - შესახებ მსჯელობა მართებულია მხოლოდ წმიდა წერილში მოცემული სემანტიკური ნიშნების და სიმბოლოების ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ვიტყვით, რომმხეციწმიდა წერილში არის სიმბოლო ამა თუ იმ წარმართული იმპერიისა და იმ იმპერიის სულის ჩამდგმელი, მმართველი და გამომხატველი პიროვნებისა, ნაბუქოდონოსორი იქნება ის, ალექსანდრე მაკედონელი თუ ავგუსტუს კეისარი (დან.7,3-7;8,20-22). დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მოხსენებული მხეცების სახეებია: ლომი, დათვი, ვეფხვი, ერკემალი, ვაცი. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში კი მხეცის შესახებ წერია: „მხეცი იგი... იყო მსგავსი ვეფხვისა, და ფერხნი მისნი, ვითარცა დათვისანი და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისა“ (გამოცხ.13,2), .. ანტიქრისტეს იმპერია იქნება ეკლექტური, სხვადასხვა იმპერიების ნიშნების მატარებელი; პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ცნობიერებით მსოფლიოს გამაერთიანებელი ღვთისგან განდგომილი იმპერია. ყველა ცივილიზაციას დღემდე საფუძვლად და შინაარსობრივად გააჩნდა ესა თუ ის რელიგია, ჭეშმარიტი თუ არაჭეშმარიტი. თანამედროვე ცივილიზაცია გლობალიზაციის პროცესით აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს არა რელიგიურ საფუძველზე, არამედ ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის საფუძველზე. ამ ცივილიზაციის იდეური ცენტრი უზენაესის ნაცვლად დაცემული ბუნების მატარებელმა ადამიანმა დაიკავა და შუბლსა და მარჯვენა ხელზე იღებს დაღს, არა ფოტოსურათზე ან ჩიპზე, არამედ უზნეობაში და უსჯულოებაში მონაწილეობით.


აპოკალიფსის სიტყვების - „ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისა“ (გამოცხ.13,17) და ამ ბეჭდის დადების შესახებ VI საუკუნის ეკლესიის მამა ანდრია კესარიელი ამბობს: „და ბეჭედი სახელისა უკეთურისა მის ისწრაფოს ყოველთა ზედა დადებად მარჯუენესა ზედა, რაითა კეთილთა საქმეთა ქმნაი მოსწყვიდოს; და შუბლთა ზედა, რაითა ბოროტთა საქმეთა ქმნასა ზედა ურცხვინო და კადნიერ იყვნენ“. სწორედ ამ სიტყვებიდან ჩანს, რომმხეცის ბეჭედიპიროვნების ბიოგრაფიული ინფორმაციის მატარებელ საბუთს არ გულისხმობს, არამედ საქმით გამოხატულ მის ზნეობრივ, სულიერ დაცემულ მდგომარეობას.


მხეცის სახელის რიცხვის შესახებ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „აქა არს სიბრძნე, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისა არს. რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“(გამოცხ.13,18).


რიცხვის გრაფიკული გამოსახულების ფიქსაციას არ სჭირდება გონება და სიბრძნე. როგორც რიგითი რიცხვი, გამოსახულება 666 არაფრით განსხვავდება სხვა რიცხვებისგან, მისი მისტიფიკაცია ისეთივე ცრურწმენაა, როგორც 13 რიცხვის, ან სხვა რომელიმე რიცხვისა. რიცხვი მხეცისა - რიცხვი კაცისა არის. წმიდა წერილში სიტყვაკაციკონტექსტის მიხედვით გულისხმობს ღვთისადმი დაპირისპირებულ ადამიანს. მაგალითად, წარღვნის წინ აღრევა მოხდაღვთის ძეებს“, ანუ სეითის მოდგმასა დაკაცთა ასულებს“, ანუ კაენის მოდგმას შორის. ასევე, როდესაც პეტრე მოციქული შეეწინააღმდეგება მაცხოვარს, უფალი მკაცრად ეუბნება მას: „წარვედ ჩემგან, სატანა, საცდურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში ანტიქრისტეს შესახებ ამბობს: „გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი განსრულ არიან სოფლად. ...ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს. ...იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთვისცა სოფლისასა იტყვიან და სოფელი ისმენს მათსა“ (1ინ.4,1,3,5), .. იესო ქრისტესადმი დაპირისპირებული სული არის ანტიქრისტეს სული, ანუ მხეცი არის ანტიქრისტიანული იმპერია და მასში გამეფებული ანტიქრისტე.


შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რას ნიშნავსრიცხვი მის ექვსას სამეოც და ექუს“? ღირსი ანდრია კესარიელი ამბობს: „ჭეშმარიტება სახელისა მისისა ჟამმან გამოაცხადოს... არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერა“. მიუხედავად ამისა არაეკლესიური ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ გაშიფრონ ეს რიცხვი, რაც მათ ამპარტავნულ ცნობისმოყვარეობაზე მეტყველებს. მათიკვლევებისშედეგად სახელდებულნი იყვნენ სხვადასხვა ეპოქის მმართველები, ნერონიდან ჰიტლერამდე. ცდომილი გონების ამაგვარი ნაყოფის მიღებით მრავალი ადამიანი შემცდარა. კოდირებული სახელის გამოცნობის პროცესი არაეკლესიურ წრეებში დღესაც გრძელდება. მრავალი სპეკულაცია ხდებაექუსას სამეოც და ექუს“-ის არაბული რიცხვითი სისტემის გამოსახულების 666 საშუალებით. როდესაც წმიდა იოანე მახარებელს კუნძულ პატმოსზე ჰქონდა გამოცხადება, არაბული რიცხვითი სისტემა არ არსებობდა. ადამიანის სახელის შემადგენელი ასო-ბგერის რიცხვითი გამოსახვა შესაძლებელია ამა თუ იმ ანბანში არსებული შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების სისტემის გამოყენებით. წმიდა იოანე მახარებელი წერდა ბერძნულად, ხოლო წარმოშობით იყო ებრაელი. უფალი ადამიანს ელაპარაკება მისთვის გასაგებ ენაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოციქულისთვის გამოცხადებული ანტიქრისტეს სახელი, შესაძლოა, კოდირებული იყოს ან ერთ ან მეორე ანბანში არსებული ასო-ბგერების რიცხვითი მნიშვნელობის გამოყენებით. ამ სახელის შინაარსობრივი დატვირთვის მნიშვნელობის (დაცემული ბუნების გამომხატველი ადამიანის) შესახებ ზემოთ უკვე ითქვა. ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის სარწმუნოა ანდრია კესარიელის სიტყვა: „ჭეშმარიტება სახელისა მისისა ჟამმან გამოაცხადოს“, ხოლო უკანასკნელი ჟამის შესახებ უფალი ნათლად ამბობს: „არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა, რომელნი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა“ (საქმ.1,7).


ვფიქრობ, მრევლს უნდა განემარტოს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი არის არა ადამიანის ბიოგრაფიული ინფორმაციის შემცველი ჩიპი, თუ სხვა რაიმე საბუთი, არამედ ადამიანის ნებაყოფლობითი მონაწილეობა ანტიქრისტეს საქმეებში. ჩვენი რჩევაა, ადამიანებმა გამოიჩინონ სიფხიზლე და რიცხვი 666 არ აქციონ ახალი ცრურწმენის საბაბად. პირადობის ID ბარათი, თავისთავად, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არავითარ ნეგატიურ ინფორმაციას არ შეიცავს. შფოთი ჩიპის, როგორც შესაძლო ბეჭდის, გამო ეკლესიაში შემოტანილია, რათა გამოიწვიოს დაპირისპირება მოძღვრებსა და მრევლს შორის; ერთი მხრივ, სახარებასა, მოციქულებსა და წმიდა მამებსა და, მეორე მხრივ, რამდენიმე თანამედროვე მოძღვარს შორის, რომლებიც ჯერ არ არიან ეკლესიის მიერ წმიდანად აღიარებულნი; ჩვენი ვალია, დავიცვათ ეკლესიის წიაღში ქრისტესმიერი ერთობა და აღვასრულოთსჯული იგი ქრისტესი“. მორწმუნე ერმა უნდა შეასრულოს უფლის ანდერძი: „მიიღოთ ძალი მოსვლასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყუნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველთა ჰურიასტანს და სამარიასა და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა“ (საქ. 1.8).

 


რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტი იოანე

 

 

დაგვიანებული გამოხმაურება

 

საუკუნეების მანძილზე ეკლესია განუწყვეტლივ ღებულობს გამოწვევებს ამსოფლიდან. ყველა ამ გამოწვევას ეკლესია პასუხობს ღვთის სიტყვით. კაცთა სიბრძნის ღირსება ჩანს ღვთის სიბრძნის ფონზე.


კაცთა ბრძნობა ხშირად თავს იჩენს თვით ეკლესიის წიაღში სხვადასხვა მწვალებლობის თუ ცრუ სწავლების სახით. ისინი საფუძვლად იღებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ არა ღვთის მიერ მეტყველებენ, არამედ კაცობრივად, დაცემული ბუნების შესაბამისად ბჭობენ და მრავალს აცდუნებენ ეკლესიაში სოფლის სასიხარულოდ. არაერთი განხეთქილება და განყოფა მოხდა ეკლესიაში ამის გამო. ეკლესიისგან განყოფილნი გარკვეულ ფარგლებში ინარჩუნებენ ეკლესიის გარეგნულ ფორმებს, მაგრამ არსით მათი სწავლებანი კაცთა დადგენილებებია და არა ღვთისა, და ასე აგრძელებენ თავის არსებობას ღვთის ეკლესიის გარეთ.


ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სოფელი კვლავ გვიგზავნის გამოწვევებს იმ იმედით, რომ ვიღაცა ეკლესიაში წამოეგება ამ გამოწვევას და ეკლესიის წიაღში დაიწყებს მის გავრცელებას დიპლომირებულიღვთისმეტყველისჯერ არაღიარებულიავტორიტეტისსახელით. ტრაგიკომიკურია ამგვარი მოღვაწეების მდგომარეობა. ღირსი იოანე სინელი, როდესაც მას ღირსი იოანე რაითელი სთხოვს ორმოცწლიანი ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილების წერილობით, სწავლა-დარიგების მიზნით გადმოცემას, პასუხობს, რომ თავის თავს არ თვლის ღირსად, სხვას ასწავლოს. დღეს კი გუშინდელი სტუდენტი, ღვთისმეტყველის დიპლომით ჯიბეში და მითუმეტეს, ახლად ხელდასხმული მღვდელი, ავტორიტეტულად იწყებს კრიტიკულ მსჯელობას საეკლესიო წესებსა, ტრადიციებსა და გადმოცემებზე. მერე რა, რომ ჯერ ვერ ერკვევა საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკისა და საეკლესიო სწავლების ურთიერთმიმართების საკითხში და ამჟღავნებს თავის გამოუცდელობას, სამაგიეროდ ჩანს მისი მიზანდასახულობა: წარმოჩნდეს პროგრესულად მოაზროვნედ სოფლის თვალში. ჰოი, უბადრუკობა! საკითხი, რომელსაც ვაპირებ შევეხო, თავისთავად არ არის საპოლემიკო. ეს სოფელი, ეკლესიის გარე წრე, ცდილობს ამგვარი საკითხები აქციოს პოლემიკის საგნად, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წიაღში ეს საკითხები არ არის სადავო. რომ არა სასულიერო პირის სახელით მავანის გამოხდომა, არც ღირს ამ საკითხზე საჯაროდ მსჯელობა. ვისაც უნდა უფალთან ერთობა და აწუხებს თავისი მდგომარეობა, მიმართოს ეკლესიას და იქ გაარკვიოს თავისთვის პირადად, თუ როგორ მოიქცეს.


ნათქვამია: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. რა ვქნათ, როცა ფიცი საეჭვოა და ბოლო - სამარცხვინო? „თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში“, როგორც თავის თავს მხოლოდმუყაოს დიპლომისსაფუძველზე უწოდებს მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, უნდა იცოდეს და სტუდენტებსაც ასწავლიდეს, რომ მღვდელი თავისი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე საჯაროდ, ჭრელი აუდიტორიის წინაშე არ უნდა გამოდიოდეს. მითუმეტეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც მას ჰგონია, ეკლესიის სწავლებას ეხება. ვისი კურთხევით გამოდის მღვდელი ალექსი? თუ თეოლოგიის დოქტორს არ ევალება საეკლესიო სამართლის ნორმების დაცვა? დედის წინ მორბენალი კვიცის ფიცი დავიჯეროთ?


მღვდელი ალექსი თავისკანონიკურ-ანთროპოლოგიურ ანალიზსრატომღაც მართლმადიდებლურს უწოდებს და იწყებს სიტყვებით: „მართლმადიდებელი ეკლესიის ადამიანის შესახებ სწავლებაში ერთ-ერთ დელიკატურ პრობლემად დღემდე რჩება ქალისუწმინდურობისსაკითხი“. ქრისტიანულ ანთროპოლოგიაშიქალის უწმინდურობისსაკითხი არცდელიკატური“, არც სხვა რაიმეპრობლემაარასოდეს ყოფილა. არცერთ მორწმუნე, ღვთისმოშიშ მანდილოსანს აზრად არ მოუვა დედათა წესის დროს წმიდა ზიარების მიღება. ეკლესიის სწავლება ამ საკითხს არც განიხილავს, რადგან აქსიომატურია. ეს საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკის საკითხია და საკმარისია რამდენიმე წმიდა მამის გამონათქვამი, რომელიც ეკლესიამ კანონად მიიღო. თეოლოგიის დოქტორმა საეკლესიო სამართალში დაგვისახელოს, რომელ მსოფლიო თუ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, სადაც ეკლესიის სწავლების შესახებ იყო მსჯელობა, განიხილებოდა ეს საკითხი. მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრებამ, რომელმაც ეკლესიის კრებითი ბეჭდით დაბეჭდა ამ საკითხის შესახებ არსებული ნეტ. დიონისე და წმ. ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეები, არც კი დაუთმო ცალკე დრო მათში დასმული საკითხების განხილვას, არამედ ცალსახად განაჩინა ამ ეპისტოლეების სრული და უგამონაკლისო მიღება და დაცვა. მღვდელი ალექსი თავისიანალიზისდასაწყისშიეკლესიის სწავლებისპრობლემურ საკითხად აცხადებს დედათა წესის მოვლენას, ხოლო თავისი წერილის დასკვნით ნაწილშიეკლესიის სახარებისეული სწავლებისრანგში აჰყავს ქალის ფიზიოლოგიურ-ბუნებრივ მდგომარეობაში მისი ურთიერთობა უფალთან. სახარებაში და მოციქულთა ეპისტოლეებში სადმე თუ გვხვდება ამ საკითხზე მსჯელობა? ეგებ გაგვახსენოს ღვთისმეტყველების დოქტორმა... სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება დედათა წესს არ ეხება. ნუთუ არ იცის თანამედროვე აკადემიური მეცნიერული ცოდნისა და წიგნიერების მეტრმა, რომ დედათა წესი ბუნებრივი, აუცილებელი ფიზიოლოგიური მოვლენაა, ხოლო ხანგრძლივი, არაპერიოდული, წლების მანძილზე სისხლდენა ავადმყოფობაა. ის დედაკაცი განკურნებას ითხოვს მაცხოვრისგან და არა დედათა წესის შეჩერებას. დედათა წესის შეწყვეტა ხომ უშვილობის საწინდარია. ღვთისმეტყველების დოქტორი სანამ არასაღვთისმეტყველო საკითხებს შეეხება, სპეციალისტთან უნდა მივიდეს კონსულტაციაზეფიზიოლოგთან, ან გინეკოლოგთან, (აკი თვითონ გვირჩევს, ამ საკითხის განსახილველად მოვიწვიოთფართე საზოგადოება“), ან სამედიცინო ენციკლოპედიაში ჩაიხედოს, რა იწვევს ქალში გამუდმებულ სისხლდენას და რა არის მიზეზი დედათა წესის? რატომ არ უკეთდება დედაკაცს ოპერაცია, როდესაც მას დედათა წესი აქვს და არც სისხლის ანალიზს იღებენ ამ მდგომარეობაში? მღვდელი ალექსი შესაშური თავმდაბლობით აჯამებს თავის ოპუსს სიტყვებით: „ჩვენი მიზანი არ იყო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი“. რომელ კითხვაზე? რომელიც ეკლესიაში, მორწმუნე საზოგადოებაში არც დგას? პასუხის მაგივრად ვიხილეთ: ) კანონისტის მიერ არცოდნა საეკლესიო კანონების: მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონი განაჩინებს დედათა წესის დროს დედაკაცთა ზიარების დაუშვებლობის შესახებ არსებული ნეტარი დიონისე და წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელების კანონიკური ეპისტოლეების სრულ, უგამონაკლისო და განუხრელ დაცვას. ) პატიოსანი მღვდლისგან უპატიოსნო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკვლევი მასალისა თუ მოღვაწე, ავტორიტეტული მღვდელთმთავრის - სხვა მკვლევარის ნაშრომისადმი: 1) საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მღვდელმა ალექსიმ მოიხმო „III საუკუნის სხვა კანონიკური ძეგლი - „მოციქულთა განწესებანი“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი სჯულისკანონის შემადგენლობაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონიკურ წყაროს წარმოადგენს“. ნუთუ არ იცის სამართლის მეტრმა, რომ ესმნიშვნელოვანი საეკლესიო წყარო“ - VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ განიხილა და განაჩინა, რომ ვინაიდან მასშიძველად სხვაგვარადმადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილშვენიერ საღმრთო სჯულს აბნელებენ, მათ („მოციქულთა განწესებანის“ – ..) სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვთ საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ, საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას!“ რისთვის დამალა ეს განჩინება კანონისტმა მღვდელმა? რა გამოდის?! ეკლესიის მიერ მრევლის განსამტკიცებლად და გარყვნისგან დასაცავად საეკლესიო სამართლის მიმოქცევიდან ამოღებული ძეგლი კვლავ შემოაქვს ოცდამეერთე საუკუნის თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართლის დარგში? ეკლესიისგანსარყვნელად“? 2) თანამოაზრედ, მღვდელი ალექსი ღირსეული მღვდელთმთავრის სერბეთის აწგანსვენებული პატრიარქის პავლეს ნაშრომსიმოწმებს“. მკითხველი რომ დაარწმუნოს ალექსანდრიელი პატრიარქების კანონიკური ეპისტოლეებისარაცენზირებულობაში“, ასახელებს პატრისტიკული და შუასაუკუნეების საეკლესიო მემკვიდრეობის ძეგლებს და შემდეგ წერს: „სერბეთის პატრიარქი პავლე ყველა ხსენებული წყაროს შესწავლის შემდეგ ასკვნის, რომ ქალისუწმინდურობასთანდაკავშირებული არცერთი ციტატა არ გამოხატავს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას და წარმოადგენს მხოლოდ მათი ავტორების კერძო აზრს“. რა ვთქვათ ამდელიკატურიინტერპრეტაციის შესახებ? ქშუტაშვილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ან პატრიარქი პავლე მართლაც არ იცნობს VI მსოფლიო კრების ზემოთხსენებულ განჩინებას, ან განზრახ ამახინჯებს ფაქტებს, სინამდვილეში კი მღვდელ ალექსის სურს ასე წარმოაჩინოს ვითარება. ნუთუ ვერ შენიშნა თეოლოგიის დოქტორმა, რომ სერბეთის უწმინდესი პატრიარქი წერს: „...по словам Властара, женщины в старину входили в алтарь для причащения в этом состоянии. Опосредовано это, доказывают и вопросы, заданные святому Дионисию и Тимофею. Но и после этого, когда вышло определение о том, что они тогда не могут причащаться, они приходили в церковь на молитву, как дает понять канонист Вальсамон (ХII в.), говоря, что, в особенности в женских монастырях, женщины с месячным истечением приходили в церковь и, поскольку не могли причаститься, стояли на паперти и молились Богу. Он (თეოდორე ბალსამონი..) был против этого их присутствия и стояния на паперти, и говорил, что не следовало бы им вообще приближаться к храму. Той же точки зрения придерживался и Матфей Властарь, как мы уже показали. Из литургистов С. Булгаков говорит, что по церковным правилам (не называя каким) женщина в период месячного или послеродового очищения не должна входить в храм и причащаться. Его точку зрения дословно повторяют прот. В. Николаевич и проф. д-р Л. Миркович, ссылаясь на 2 правило святого Диониси и на 7 правило-Тимофея-Александрийского. Мы считаем, что эти частные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предмете, не подтверждены никаким высшим авторитетом – Вселенским или Поместным собором – и не могут рассматриваться как позиция всей Православной Церкви. Тем более, что мы знаем, что Церковь позволяла, с глубокой древности, стоять у паперти и еще некрещенным (оглашенным), равно как и некоторым степеням кающихся, т.е. тем христианам, которые после крещения во время гонений пали и отреклись от Христа, или учинили убийство, прелюбодеяние, либо другие тяжкие грехи, «чтобы они, – как говорит святой Симеон Солунский, – слушанием и смотрением участвовали в божественном, устами и языком исповедовали веру и пели благочестивые слова.


Не может быть, чтобы Церковь поступала строже в отношении женщин в афедроне, нежели в отношении нравственных преступников, и не дозволяла бы им,
чтобы они слушанием и смотрением «участвовали в божественном», в исповедании веры и пели благочестивые слова. Это подтверждало бы и точку зрения преп. Никодима Святогорца, который, со ссылкой даже на Вальсамона, говорит, что женщины и в это время могут молиться, «будь то наедине в своем доме, будь то на паперти храма, моля Бога и прося помощи и спасения у Него».


Поэтому я полагаю, что из приведенного правила святого Дионисия можно с уверенностью заключить только, что женщина во время менструации не может причащаться“. განა აშკარა არ არის, რომ საეკლესიო კრებსითი ავტორიტეტით, უწმიდესი პავლეს აზრით, არ მყარდება დედათა წესის დროს დედაკაცთა ტაძარში შესვლის ამკრძალავიკერძო აზრები“? განა დაუშვებს ვინმე ახალბედა რჯულმდებლის კვალდაკვალ, რომ ციტატაში მითითებული სახელების შემდეგ ფრაზაчастные мнения Вальсамона и приведенных авторов, или мнения их современников об этом предметеკანონიკური ეპისტოლეების ავტორებს გულისხმობს? პატრიარქი პავლე ასეც რომ ფიქრობდეს, განა მისი კერძო აზრი გადაწონიდა ეკლესიის სიტყვას? მაგრამ ვაი, რომ სერბეთის შესვენებული პატრიარქიც ცილისწამების მსხვერპლია. ) კადნიერი დამოკიდებულება წმიდანებისადმი: „ნეტარი დიონისეს და წმინდა იოანე მმარხველის ციტირებული კანონებიდან მტკიცდება სერბეთის პატრიარქის პავლესა და სხვა მკვლევარების დასკვნა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალის უწმინდურობის შესახებ მოსაზრება გავრცელდა, როგორც ძველი აღთქმის მოსეს სჯულის არაცენზირებული გადმონაშთი ...... საბედნიეროდ, ყველა წმინდა მამა და საეკლესიო მწერალი არ იყო ძველი აღთქმის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ!“ როგორ გავიგოთ? ეკლესიის წმიდა მამები და მათი ეპისტოლეების დამამტკიცებელი მსოფლიო კრების წევრები ვერ ხვდებოდნენ განსხვავებას ძველ და ახალ აღთქმებს შორის და მხოლოდ დღეს შენიშნა ესშეცდომათეოლოგიის ნორჩმა დოქტორმა? ) წმიდა სახარების ვერ გაგება. არა მარტო ვერ გაგება, არამედ, სამწუხაროდ, ფალსიფიკაციასაც აქვს ადგილი: პეტრე მოციქულის გამოცხადება დედათა წესს ეხება, თუ ეს იყო მოწოდება წარმართებთან საქადაგებლად მისვლის შესახებ? მაგრამ ჩვენი უმცროსი ძმა არ ცხრება და გვთავაზობსამ საკმაოდ დელიკატური(?) და პრობლემატური(?) საკითხის განსახილველად მოგვეწვია ეკლესიის ფართე საზოგადოება და განსაკუთრებით ღვთისმეტყველი სპეციალისტები (!)“. ოცი საუკუნის მანძილზე ეკლესიას აზრად არ მოსვლია დედათა წესის საღვთისმეტყველო ასპექტით განსახილველად კრების მოწვევა და აი, ოცდამეერთე საუკუნის ღვთისმეტყველების მედროშედ მოგვევლინა მღვდელი ალექსი და გვიწვევს კრებაზე. რა უბედურებაა?!.


სოფელი, ალბათ, სიხარულით ტაშს დაუკრავსპროგრესულადმოაზროვნე, ნაკითხ მღვდელს, მაგრამ ეკლესიის წევრი სოფელი არ გახდება, რადგან ეკლესია არ არის ამსოფლისა, არამედ უფლისაა.
რა ვუთხრათ ჩვენ ახალგაზრდა მღვდელს? დაფიქრდეს, ეკლესიის დიდი სჯულის კანონში შეტანილი რამდენიმე წმიდანის კანონიკურად აღიარებული წერილი არის კერძო აზრი, თუ ქშუტაშვილისეული რედაქციით მოწოდებული აწ განსვენებული სერბეთის პატრიარქის მოსაზრებები, რომელიც ეკლესიას კანონიკურად არ მიუღია? მაგრამ რა ვქნათ, პატრიარქ პავლეს სიტყვების შეგნებული გაუკუღმართებაც არ აკმაყოფილებს კანონისტ ქშუტაშვილს და ბოლოს გამოგვიტყდა: „სერბეთის პატრიარქი ხსენებულ ნაშრომში აღარ ავითარებს თემას, მაგრამ პასუხი არც თუ ისე რთულიადა გვთავაზობს თავის ორიგინალურ ხედვას. განსვენებული პატრიარქისმოსაზრებებიერთ-ერთ დაბალ საფეხურად არის გამოყენებული; უფრო მაღლა დგას თვით უახლესი ღვთისმეტყველის სწავლებანი. აქ, ჩვენ, როგორც ვხედავთ, თვითრჯულობასთან გვაქვს საქმე და პოლემიკას აზრი ეკარგება.


რა არის მისთვის ჰეკუბა?

ვინ არის იგი ჰეკუბასთვის?“


რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტი იოანე

 

___________________

მართლმადიდებელ ქრისტიანთა საქველმოქმედო ასოციაცია ”ბეთლემი” დაარსდა 1991 წელს. მასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე პირები.

1992 წლის 1 (14) სექტემბერს, ასოციაციის ძალებით, საპატრიარქოსთან და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სასულიერო აკადემიის ბაზაზე, გაიხსნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებელთა სკოლა.

1993 წლის სექტემბერში ასოციაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს წმიდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი. მთარგმნელთა ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა წმინდა ოთხთავის, ძველი აღთქმის პირველი ორი წიგნის - შესაქმესა და გამოსვლათას - თანამედროვე ქართული თარგმანები.

1994 წლის ივნისში, ასოციაციის ძალებით, ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველთან დაარსდა მეურნეობა ”ასურეთი”, რომლის მიზანია საქართველოს ამ უძველეს კუთხეში ბიომეურნეობის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.

მეურნეობის ტერიტორიაზე, 1999 წლის ივნისში, დაიწყო და დღეისათვის დასრულებულია ალგეთისპირის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობა. ტაძარი და მონასტერი აშენდა ასოციაცია ”ბეთლემისა” და მორწმუნე მრევლის შემოწირულობებით.

2000 წლის თებერვალში, ასოციაციის ინიციატივით, დაარსდა ჟურნალი ”რწმენა და ცოდნა”. გამოსულია 15 ნომერი.

ასოციაცია ”ბეთლემი” თავისი დაარსების დღიდან 20 წელს ითვლის. ვიმედოვნებთ, ღვთის შეწევნითა და მორწმუნე მრევლის თანადგომით, ასოციაცია ”ბეთლემი” კიდევ მრავალ წელს იარსებებს და უამრავ კეთილ საქმეს აღასრულებს.




ახალი ამბები


28.02.2012
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

09.02.2012
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

22.01.2012
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით

20.01.2012
საჯარო ნათლობა სამების ტაძარში

23.01.2012
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გერმანიაში გაემგზავრა


right_bar_header

<  შაბათი 19/5/2012  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ხმა მე-4. შაბათი. საკ.: საქმ. 37 დას. XV, 35-41. ინ. 38 დას. X, 27-38.
ხსენება მართლისა იობ მრავალვნებულისა ; მოწამეთა: ბარბარ მხედრისა, ბაქოსი, კალიმაქესი და დიონისესი; მოწამისა ბარბარ ავაზაკყოფილისა