მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - კოლ. 261 დას. IV, 10-18. ლკ. 50 დას. X, 1-15. ღირ. - 2 კორ. 188 დას. IX, 6-11. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

ხსენება ღირსისა ილარიონ დიდისა (+371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (+303)








ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17/30 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმინდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუღალავად ებრძოდა არაწმინდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს უხურვებდა; ცდილობდა, მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული - ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი... ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.

ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.

წმინდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმინდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმინდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმინდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმინდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი - ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


right_bar_header

<  სამშაბათი 13/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე. ხმა მე-4. საკ.: ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.
ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ; მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანნთა...